Bloomberg სტუდია მონიტორთან განმარტავს, რატომ ამოიღეს ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა ინდექსიდან.
Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში, რომელშიც მსოფლიოდან 500 მილიარდერი შედის, ოლიგარქი ივანიშვილი 23 აპრილის ჩათვლით იძებნებოდა.
Bloomberg სტუდია მონიტორის შეკითხვას პასუხობს, რომ ივანიშვილი მილიარდერთა ინდექსიდან ამოიღეს, რადგან მისი ქონება $6.34 მილიარდზე ნაკლებია.
Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.
Forbes-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით კი ბიძინა ივანიშვილის ქონება 2025 წელს 2.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ამ დროისთვის, ოლიგარქი ივანიშვილი Forbes-ის მილიარდერთა ინდექსში 1 362-ე ადგილზეა.





