პოლონეთი

პოლონეთში ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლიცია პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში
Wojtek Radwanski/AFP/Getty Images

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, პოლონეთში, ვროცლავის აეროპორტში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

39 წლის ქართველი მამაკაცი პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა, იგი სასაზღვრო შემოწმების დროს დააკავეს და ვროცლავის პოლიციაში გადაიყვანეს.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. საქართველოს მოქალაქეს ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვოდ გამოყენებაში ედება.

კომენტარები