აზერბაიჯანი

ალიევი: დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა

ილჰამ ალიევი
TACC

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, დღევანდელი აზერბაიჯანი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა. ამის შესახებ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ მთავარი ამოცანა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც სრულად აღადგინა სუვერენიტეტი.

"მთავარი ამოცანა რამდენიმე თვის წინ გადავჭერით – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენით. სექტემბრის მოვლენები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამოიჭრას ზოგადი კონტექსტიდან". - თქვა ალიევმა.

ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2003 წელი იყო, როდესაც "აზერბაიჯანელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ისტორია სხვა მიმართულებით რომ წასულიყო, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა უბედურება და ტრაგედია შეიძლებოდა შექმნოდა სახელმწიფოს"

გარდა ამისა, ალიევმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა ყველაფერი იცოდა ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე და ბოლო ოპერაციის ჩატარება ნებისმიერ დროს შეეძლო, რაც აცნობა როგორც სომხეთს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს.

კომენტარები