სტალინის გამოსახულება ხატზე

საპატრიარქო: "ვანდალური აქტის" გამო მედიისთვის სამებაში შესვლა 2 დღით იზღუდება

სტალინის გამოსახულებიანი ხატი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 10-11 იანვარს სამების ტაძარში მედიის წარმომადგენლების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იზღუდება. გადაწყვეტილების მიზეზად საპატრიარქო 9 იანვარს მომხდარ "ვანდალურ აქტს" ასახელებს.

"სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად". - ვკითხულობთ განცხადებაში.

9 იანვარს, Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა

კომენტარები