სტალინის გამოსახულება ხატზე

მჭედლიშვილი: რამდენიმე თვეა ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, ვიღაცებმა ატეხეს ამბავი

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის თქმით, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია. 

"არ გავურბივართ პასუხს, ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის არ მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, მაგრამ ვიღაც ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი" - ამბობს იოანე მჭედლიშვილი მთავართან საუბარში. 

გუშინ, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემის წამოწევა საშობაოდ ხდება. ჯაღმაიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ხატი წმინდა მატრონასია და არა სტალინის, "თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის". 

კომენტარები