შობა

მეუფე გრიგოლი შობის თარიღზე: თუ გარდაუვალი აუცილებლობა იქნება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე

ქრისტეს შობის მოახლოებისას ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურდება ხოლმე საეკლესიო კალენდრის თემა, გამოითქმის სხვადასხვა ვერსია და მოსაზრება, რასაც ამძაფრებს ხოლმე საახალწლო ზეიმთან დაკავშირებული უხერხულობები, რაც აწუხებს კიდეც ადამიანებს (მით უფრო, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია). ამასთან დაკავშირებით ამჯერად მოკლე შეფასებით შემოვიფარგლები:

საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია (ასე ხდება დღესაც) ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ;

აქვე იმასაც დავსძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე. მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს და ამაში გვარწმუნებს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილი გზა.

წერს საშობაო ეპისტოლეში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით. 

კომენტარები