ბიძინა ივანიშვილი

პაპუაშვილი: ივანიშვილს აქვს მაკონსოლიდირებელი როლი ქართული ოცნებისა და საზოგადოებისთვის

ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული როლი, როგორც მაკონსოლიდირებელი, როგორც ქართული ოცნების გუნდისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს იქნება განსაკუთრებული როლი მისი პოლიტიკაში. 2024 წელი ჩანს, რომ იქნება ძალიან ტურბულენტური და იქნება საფრთხეებით და რისკებით სავსე, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული.

კრიზისი თუ სადმე არის, უპირველეს ყოვლისა, არის კრიზისი ოპოზიციაში. იდეების კრიზისი, ადამიანური რესურსების კრიზისი და ყველაზე მთავარი კრიზისი ოპოზიციაში არის ის, რომ ხალხმა დაინახა, რომ ისინი დგანან არა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, არამედ ემსახურებიან სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. 

თქვა შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს

კომენტარები