ბოლივია

ბოლივიაში რეკორდული ოდენობის, 9 ტონამდე კოკაინი ამოიღეს

ბოლივიის ორუროს შტატში, იატაკის ხის მასალებში დამალული ნარკოტიკი, 2024 წლის 5 იანვარი
Bolivia Ministry of Communications/Handout via REUTERS

ბოლივიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ორუროს შტატში რეკორდული ოდენობის, დაახლოებით 9 ტონა კოკაინი ამოიღეს.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკის ფასი ადგილობრივ შავ ბაზარზე $224 მილიონია. აღსანიშნავია, რომ კოკაინი, სავარაუდოდ, ევროპაში იგზავნებოდა, სადაც მისი ღირებულება თითქმის გაორმაგდებოდა.

ბოლივიის პრეზიდენტმა, ლუის არსემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ნარკოტიკი სატვირთო მანქანებში, ხის იატაკის მასალებში იყო დამალული და სავარაუდოდ, იგზავნებოდა ნიდერლანდებში, სადაც მისი ფასი $526 მილიონამდე გაიზრდებოდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნარკოტიკების ამოღების ოპერაციის ფარგლებში, ოთხი სავარაუდო ნარკორეალიზატორიც დააკავეს.

Bolivia Ministry of Communications/Handout via REUTERS

კომენტარები