ბოლივიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ პოტოსისა და ორუროს შორის გამავალ სამთო გზაზე სამგზავრო ავტობუსი 800 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად, დაიღუპულია, სულ მცირე 30 ადამიანი, ხოლო 14 დაშავდა - დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.





