ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თურქეთში ისრაელისთვის ჯაშუშობის ბრალდებით 34 პირი დააკავეს

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 19 სექტემბერი, 2023
Avi Ohayon/GPO

თურქეთში ხელისუფლებამ 34 პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ისრაელის მოსადის სადაზვერვო სააგენტოსთან არიან კავშირში. აღნიშნული ინფორმაცია თურქმა მაღალჩინოსანმა 3 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, დაკავებული პირები თურქეთში მცხოვრები პალესტინელების მიზნად ამოღებაში არიან ეჭვმიტანილნი.

თურქი მაღალჩინოსნის თქმით, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ რვა პროვინციაში რამდენიმე ადგილზე რეიდი ჩაატარა. გავრცელებულ ინფორმაციაზე ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.

წინა თვეში, თურქმა მაღალჩინოსნებმა ისრაელი გააფრთხილეს, რომ ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიებს გარეთ მცხოვრებ ჰამასის წევრებზე თავდასხმის მცდელობას "სერიოზული შედეგები" მოჰყვებოდა.

კომენტარები