იაპონია

იაპონიამ ქალაქ ნოტოსთვის გაცემული "ცუნამის დიდი გარფთხილება" შეამცირა

The Yomiuri Shimbun/Reuters

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქალაქ ნოტოსთვის გაცემული "ცუნამის დიდი გაფრთხილება" შეამცირა "ცუნამის გაფრთხილებამდე".

სააგენტოს თანამშრომლებმა გაფრთხილება ორშაბათს, დასავლეთ იაპონიაში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრიდან დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ შეცვალეს.

ცუნამის გაფრთხილება იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე გაუქმდა, რადგან მცირდება დამატებითი დიდი ტალღების საფრთხე. მიუხედავად ამისა, ცუნამის გამაფრთხილებელი რეკომენდაციები 1 მეტრამდე ტალღებისთვის ძალაში რჩება.

ცუნამის გაფრთხილება მაშინ გაიცემა, როდესაც მოსალოდნელია 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღები. 

იაპონიაში ცუნამის დიდი გაფრთხილება ბოლოს 2011 წელს გამოიცა, როდესაც ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 370 კილომეტრში 9.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ დამანგრეველმა ცუნამმა 30 ფუტი ტალღებით დაარტყა.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია. იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა ცუნამის რისკის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

 

კომენტარები