აზია

კიმ ჩენ ინმა შეიარაღებულ ძალებს ომისთვის მზადების დაჩქარება დაავალა

KCNA / AFP - Getty Images

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ომისთვის მზადების დაჩქარება დაავალა.  ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიხედვით, ამის მიზეზი აშშ-ის მიერ უპრენცენდენტო კონფრონტაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. 

კიმმა ქვეყნის მმართველი პარტიის შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2024 წელს გაფართოვდება სტრატეგიული თანამშრომლობა "ანტი-იმპერიულ დამოუკიდებელ" სახელმწიფოებთან. 

რამდენიმე კვირის წინ, ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ეწვია პეკინს, სადაც მხარეები თანამშრომლობის გარღმავებაზე შეთანხმდნენ და განიხილეს "საერთო პრობლემები". 

ასევე,  18 დეკემბერს ერთი კონტინენტთაშორისი და ერთი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ფხენიანიდან ბოლოს გასროლილ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას 15 000 კილომეტრის რადიუსი აქვს და შეუძლია მიწვდეს ნებისმიერ ადგილს აშშ-ში. 

ჩრდილოეთ კორეის მიერ მეორე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას მოჰყვა განცხადება, სადაც აშშ გაკრიტიკებულია სამხრეთ კორეაში ბირთვული წყალქვეშა ნავის განთავსებისთვის.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა 2023 წელს ბირთვულ იარაღს მეშვიდედ გამოცდას გეგმავდა. მიუხედავად ამისა, ფხენიანმა მიმდინარე წელს ხუთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა და ამტკიცებს, რომ ორბიტაზე ჯაშუში თანამგზავრი წარმატებით განათავსა. 

კომენტარები