ახალი წელი 2024

არც ვმღეროდი – კაბუ ამბობს, რომ ახალციხეში არ იმღერებს

მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ახალციხის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს.

ტაბულას კაბუმ უთხრა, რომ ახალციხეში დაგეგმილ კონცერტზე "არც მღეროდა". აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ საახალწლო ღონისძიების შემსრულებელთა სიაში კაბუ კვლავ წერია.

ახალი წლის აღსანიშნავი კონცერტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. Სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები