ახალი წელი 2024

ვინ უმღერებს მუნიციპალიტეტებს საახალწლოდ

მასტერი/მეგი გოგიტიძე/კაბუ

ახალი წლის აღსანიშნავი კონცერტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. Სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

კონცერტების ნაწილი “ახალი წლის დღეები საქართველოში” ფარგლებში ტარდება, რაც საქართველოს პრემიერმინისტრის განკარგულებაა, ნაწილი კი თავად მუნიციპალიტეტების ინიციატივით ჩატარდება.

ტაბულა სრულად გაეცნო მუნიციპალიტეტების მიერ მიწვეულ მომღერალთა სიებს და აღმოჩნდა, რომ მაგალითისთვის, სამ მუნიციპალიტეტში - ონში, სამტრედიასა და  ყვარელში გამართულ კონცერტებზე მომღერალი მასტერიც იმღერებს, ახალციხეს ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვებული კაბუ და ასევე დავით ხუჯაძე უმღერებენ, ქობულეთში, სავარაუდოდ, 30 დეკემბერს კონცერტს რუსეთში მოღვაწე მომღერალი, მეგი გოგიტიძე გამართავს, ამბროლაურში კი თემურ თათარაშვილიც წარდგება, რომელიც 2020 წელს მთავრობისგან 300-ლარიან დახმარებას ითხოვდა.

  • ამბროლაურში 30 დეკემბერს ღონისძიებაზე იმღერებენ ანსამბლი ფორტე, სალომე ბაკურაძე, თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, მარიტა როხვაძე, თიკა მახალდიანი, ვერიკო ტურაშვილი, ია ნინიძე და ბენდი ნიუტონი;
     
  • ონში 2 იანვრის კონცერტზე იმღერებენ მასტერი, მარიამ მამისმედიშვილი, თაკო მელიქიშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, SALIO და ბენდი მიქსტურა;
     
  • სამტრედიაში კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება, სადაც რეზო და ბავშვები, მასტერი,  ქეთი გომართელი, ტატო გოდერძიშვილი, თაკო მელიქიშვილი, მარი მამისმედიშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი იმღერებენ;
     
  • ახალციხეში 24 დეკემბერს იმღერებს ნინო ჩხეიძე, 25 დეკემბერს - ჯგუფი სახე [სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით - დავით ხუჯაძე], 27 დეკემბერს - ლინდა ადამია,  ჯგუფი ¼ და კაბუ, 29 დეკემბერს კი, დუეტი ჯორჯია და ბედინა. Ნინო ჩხეიძის, დათო ხუჯაძის, დუეტის ჯორჯიასა და გიორგი კორძაძის (ჯგუფი ¼) მომსახურებებში - 70 793 ლარი დაიხარჯება.​​​​​​
     
  • სავარაუდოდ, 30 დეკემბერს ქობულეთში გაიმართება რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, მეგი გოგიტიძის კონცერტი. ტაბულას ქობულეთის მერიაში უთხრეს, რომ გოგიტიძე ხალხის მოთხოვნით მიიწვიეს და მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.


2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც საქართველოს 30 მუნიციპალიტეტს, პროექტ  "ახალი წლის დღეები საქართველოში" ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებების ჩატარება დაევალა. მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, ღონისძიებების შეუფერხებლად ორგანიზებისთვის გამარტივებული შესყიდვები განეხორციელებინათ.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა მომსახურებების შესაძენად გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა, რის დასაფარადაც თანხა მათი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოიყოფა.

Სიაში მოცემულია საქართველოს მთავრობის განკარგულების ფარგლებში ჩატარებული/ჩასატარებელი კონცერტების თარიღები, ხოლო წარმოდგენილი თანხები არ ასახავს მხოლოდ ჰონორარის ხარჯებს.

200 000 ლარზე მეტს 7 მუნიციპალიტეტი დახარჯავს:

  • ოზურგეთი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის 322 733 ლარს გამოყოფს. 23 დეკემბერს გამართულ კონცერტში მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ, სოფო გელოვანმა, გიორგი სუხიტაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ანი კეკუამ და ჯგუფმა "ირიაომ" მიიღეს.
     
  • ბორჯომისთვის გამოყოფილია 300 000 ლარი. კონცერტი 4 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ნინი ქარსელაძის, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" და "რეზო და ბავშვები". გარდა ამისა, ღონისძიება დაბა ბაკურიანში გაიმართება 7 იანვარსაც;
     
  • ხარაგაულისთვის გამოყოფილია 286 271 ლარი. კონცერტი 24 დეკემბერს დაიგეგმა, ღონისძიებაზე იმღერებენ "რანინა", "დუეტი ჯორჯია" და "SALIO". ამასთან ერთად, კონცერტს გამართავს "ღამის შოუს ბენდიც", რომლის მომსახურებაც მუნიციპალიტეტს 26 020 ლარი დაუჯდება.
     
  • შუახევისთვის გამოყოფილია 247 330 ლარი. კონცერტი 29 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ბენდი "ნიუტონი", ვოკალური კვარტეტი "ფორტე", თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, მარიტა როხვაძე, თიკა მახალდიანი, ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურაძე და ია ნინიძე;
     
  • ბოლნისისთვის გამოყოფილია 244 247 ლარი. კონცერტი 28 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ჯგუფი "ურსა", თიკა ბალანჩინი და "New One Band";
     
  • ხულოსთვის გამოყოფილია 212 873 ლარი. კონცერტი 3 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ "ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი" და გიორგი მახარაშვილი;
     
  • ჭიათურისთვის გამოყოფილია 205 571 ლარი. კონცერტი 4 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ბენდი "გუფი ლენდი" და თეატრალური კვარტეტი;

100 ათასიდან 200 ათას ლარამდე 14 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო:

  • ქუთაისისთვის გამოყოფილია 200 000 ლარი. კონცერტი 23 დეკემბერს გაიმართა, ღონისძიებაზე ღამის შოუს ბენდმა იმღერა;
     
  • გურჯაანი ჯამში 187 500 ლარს დახარჯავს, აქედან 88 500 ლარს "საახალწლო ღონისძიებებისთვის" საჭირო მომსახურებების შესაძენად, ხოლო 99 999 ლარს 6 იანვარს გასამართი ღონისძიებებისა და კონცერტისთვის, რომელზეც იმღერებენ ანსამბლი "შვიდკაცა", ბენდი "გუფი ლენდი" იმღერებენ.
     
  • ხაშურისთვის გამოყოფილია 150 005 ლარი. კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ანსამბლი "ალილო" და ჯგუფი "რეგიონი";
     
  • მესტიისთვის გამოყოფილია 150 000 ლარი. კონცერტი 24 დეკემბერს დაიგეგმა, ღონისძიებაზე იმღერებენ ჯგუფი "გორდელა", ოთო ნემსაძე და ბენდი;
     
  • თეთრიწყაროსთვის გამოყოფილია 149 997 ლარი. კონცერტი 23 დეკემბერს გაიმართა, ღონისძიებაზე იმღერეს ნოდარიკო ხუციშვილმა და ბენდმა და გიორგი მახარაშვილმა;
     
  • ყვარლისთვის გამოყოფილია 149 996 ლარი. კონცერტი 4 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იღერებენ ანსამბლი "ჰერიო", მასტერი და ბენდი "მიქსტურა";
     
  • თელავისთვის გამოყოფილია 149 995 ლარი. კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ნინი ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი  ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე; ჯგუფები "სახე" და "ქუჩის ბიჭები";
     
  • ასპინძისთვის გამოყოფილია 121 848 ლარი. კონცერტი 27 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ჯგუფი "ქუჩის ბიჭები", რუსა მორჩილაძე, ნინი ქარსელაძე, ანსამბლი "ალილო" და ქეთი გომართელი;
     
  • საგარეჯოსთვის გამოყოფილია 100 838 ლარი. კონცერტი 6 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებს ჯგუფი “მგზავრები”;
     
  • ქობულეთისთვის გამოყოფილია 100 001 ლარი. კონცერტი 25 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ზვიად ბოლქვაძე, სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ანი კეკუა და ჯგუფი "ირიაო". გარდა ამისა, "ახალი წლის დღეები საქართველოში" პროგრამის ფარგლების მიღმა, სავარაუდოდ, 30 დეკემბერს ქობულეთში გაიმართება რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, მეგი გოგიტიძის კონცერტი. ტაბულას ქობულეთის მერიაში უთხრეს, რომ გოგიტიძე ხალხის მოთხოვნით მიიწვიეს და მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან;
     
  • ყაზბეგისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონცერტი 3 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ თეატრალური კვარტეტი, ოთო ნემსაძე და ჯგუფი "LIMBO";
     
  • წალკისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონცერტი 29 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ანსამბლი "შვიდკაცა" და ბენდი "გუფი ლენდი";
     
  • მარნეულისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონცერტი 29 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებს ღამის შოუს ბენდი;
     
  • ფოთისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონცერტი 7 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ დავით მაზანაშვილის ჯგუფი, დათო არჩვაძე, სოფო ბედია, აჩიკო ცანკაშვილი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, თემურ ყვითელაშვილი, დათუნა მგელაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, მერაბ ვარდოსანიძე, გიორგი სუხიტაშვილი და ნინი შერმადინი;
     
  • დმანისისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონცერტი 25 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი გიორგი მახარაშვილი;

100 000 ლარზე ნაკლებს კი ჯამში 9 მუნიციპალიტეტი დახარჯავს:

  • ახალქალაქისთვის გამოყოფილია 99 999 ლარი. კონცერტი 25 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ჯგუფები “ალეგრო”, “ჩვენებურები” და და“რეზო და ბავშვები”;
     
  • საჩხერისთვის გამოყოფილია 99 999 ლარი. კონცერტი 2 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ  ბენდი "ნიუტონი", კვარტეტი ფორტე, თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, მარიტა როხვაძე, თიკა მახალდიანი, ვერიკო ტურაშვილი და სალომე ბაკურაძე;
     
  • დუშეთისთვის გამოყოფილია 99 999 ლარი. კონცერტი 23 დეკემბერს გაიმართა, ღონისძიებაზე იმღერეს ანსამბლმა "შვიდკაცამ" და ჯგუფმა "მგზავრებმა";
     
  • გორისთვის გამოყოფილია 99 999 ლარი. კონცერტი 28 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებს ღამის შოუს ბენდი;
     
  • ახმეტისთვის გამოყოფილია 99 998 ლარი. კონცერტი 2 იანვარს გაიმართება;
     
  • მცხეთისთვის გამოყოფილია 99 998 ლარი. კონცერტი 7 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ჯგუფი "The Light Room" და ჯგუფი "მგზავრები";
     
  • კასპისთვის გამოყოფილია 99 996 ლარი. კონცერტი 24 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ "თეატრალური კვარტეტი" და ჯგუფი "Killages";
     
  • წყალტუბოსთვის გამოყოფილია 99 990 ლარი. კონცერტი 3 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ნუკრი კაპანაძე, დათუნა სირბილაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე და ბენდი, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ანსამბლი  "ქართული ხმები" და "ლაიქ ბენდი".

*მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ახალციხის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს.

ტაბულას კაბუმ უთხრა, რომ ახალციხეში დაგეგმილ კონცერტზე "არც მღეროდა".

კომენტარები