წითელი ზღვა

უდიდესი გადამზიდი კომპანია Maersk-ი წითელ ზღვაში რეისების აღდგენისთვის ემზადება

UIG via Getty Images

მსოფლიოს უდიდესი გადამზიდი კომპანია Maersk-ი წითელ ზღვასა და ადენის ყურეში რეისების აღდგენისთვის ემზადება. ინფორმაცია ამის შესახებ 24 დეკემბერს დანიური კომპანიის წარმომადგენელმა გაავრცელა. Maersk-ის წარმომადგენლის თქმით, წითელ ზღვაში აშშ-ს სამხედრო ხომალდების განლაგება, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, მათ საშუალება მისცა გადაზიდვების აღდგენაზე დაფიქრებულიყვნენ. 

დანიურმა კომპანია Maersk-მა ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით წითელ ზღვაში გადაზიდვები ჰუსიტების მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო შეაჩერა. ჰუსიტების თავდასხმების გამო წითელ ზღვაზე გამავალი უმნიშვნელოვანელი სავაჭრო გზა ბოლო თვის მანძილზე კომერციული გადაზიდვებისთვის საფრთხისშემცველი გახდა. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო კოალიციის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ წითელ ზღვაში დაიწყებენ ოპერაციას "კეთილდღეობის მცველი". წითელ ზღვაში გადაზიდვები სხვა დიდმა კომპანიებმაც შეაჩერეს, მათ შორის, ნავთობის გიგანტმა BP-მ. 

კომენტარები