მთავრობის სხდომა

პრემიერი: აუცილებელია, დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება

ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის მასტერ პლანზე ანუ გენგეგმაზე. აუცილებელი არის, დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება. ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ, გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები