ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

მედია: ინდოეთის სანაპიროსთან სავაჭრო ხომალდს დრონით დაესხნენ თავს

საზღვაო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროს მახლობლად სავაჭრო ხომალდს დრონით დაესხნენ თავს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ხომალდი ისრაელთანაა დაკავშირებული.

გავრცელებული ცნობებით, თავდასხმამ გემზე ცეცხლის გაჩენა გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციებისა და საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ის ინფორმაციით, ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა და კავშირი ჰქონდა ისრაელთან.

თავდასხმის უკან შესაძლოა იდგნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები, რომლებმაც ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერები იყო.

გასულ დღეებში აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

კომენტარები