დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" არასდროს წამიკითხავს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ადოლფ ჰიტლერის ტექსტი "ჩემი ბრძოლა" არასდროს წაუკითხავს. დონალდ ტრამპის ანტისაიმიგრაციო რიტორიკას ამერიკაში ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგიას ამსგავსებენ. 

დონალდ ტრამპი აიოვაში ამომრჩევლებთან შესახვედრად იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას დაიცვა თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ მიგრანტები ამერიკელების "სისხლს წამლავენ". მისი თქმით, მიგრანტებმა შესაძლოა ამერიკაში დაავადებები შემოიტანონ, რაც ქვეყანას გაანადგურებს.

"ეს სიმართლეა. ისინი ანადგურებენ ჩვენი ქვეყნის სისხლს. მათ არ მოსწონთ, როცა ამას ვამბობ. არასდროს წამიკითხავს "ჩემი ბრძოლა"" - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ტრამპის თქმით, მსგავს ენას ადოლფ ჰიტლერი ძალიან განსხვავებულად იყენებდა. 

ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის წერილში წერია, რომ დონალდ ტრამპი იმიტირებს ისეთ ავტოკრატებს, როგორებიც ჰიტლერი და მუსოლინი იყვნენ. 

კომენტარები