ყირგიზეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით სახელმწიფო დროშის შეცვლის კანონპროექტი მიიღო.
დროშის შეცვლის ინიციატივა დეპუტატებს ნურლანბეკ შაკიევს და ულან პრიმოვს ეკუთვნით.
პარლამენტარების აზრით, დროშასთან მიმართებით საზოგადოებაში "გაჩნდა ერთგვარი დილემა". მათი თქმით დროშაზე გამოსახული მზე მზესუმზირის ყვავილს გავს, შესაბამისად საჭიროა მზის სხივების "გასწორება", რათა შეცდომაში არავინ შევიდეს.
პროექტის ავტორის, პრიმოვის თქმით, ცვლილები არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან და შეცვლა ეტაპობრივად არის შესაძლებელი.
ამჟამინდელი ყირგიზეთის დროშა 1992 წელს მიიღეს.