28 იანვრის დილას, ბიშკეკის სარეაბილიტაციო ზოოპარკში ხანძარი მოხდა, შედეგად არაერთი ცხოველი მოკვდა.
"გამთენიისას ჩვენს შენობაში ხანძარი მოხდა, რომლის გამოც ჩვენი ბინადრების ნაწილი დავკარგეთ". – წერს სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი ვლადისლავ შევჩენკო.
შევჩენკოს თქმით, ხანძარმა თუთიყუში, 3 მაიმუნი, რამდენიმე სურიკატი და კენგურუ შეიწირა.
დირექტორის აზრით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა, რომელიც ცოტა ხნით ადრე გამოიცვალა, თუმცა შევჩენკო არ გამორიცხავს, რომ გაყვანილობა მწყობრიდან დენის ძაბვის მკვეთრმა ცვლილებამ გამოიყვანა, ვინაიდან ახალი ელექტროობა პროფესიონალების მიერ იყო გაკეთებული.
ხანძრის გაჩენის ოფიციალური მიზეზის დადგენაზე უკვე მუშაობენ შესაბამისი ორგანოები.





