რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 35 დრონიდან 34 გავანადგურეთ – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფი
DEFENSE EXPRESS

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 20-21 დეკემბრის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 35 დრონიდან 34 გაანადგურეს.

ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის კურსკის რეგიონიდან.

საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის რეგიონებში.

დრონების მოგერიებაში ჩართული იყო ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 13 Shahed-ი ნიკოლაევის, 3 ხერსონის, 2 ვინიცას, 1 კი დნეპროპეტროვსკის ოლქში გაანადგურეს.

ნიკოლაევსკის რაიონში განადგურებული ერთ-ერთი დრონი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სასაწყობე შენობას დაეცა და ხანძარი გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

კომენტარები