პოლონეთი

პოლონეთის სასამართლომ რუსეთის ჯაშუშობაში 14 პირი დამნაშავედ ცნო

პოლონეთის სასამართლომ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეობის მქონე 14 პირი რუსეთის ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო

აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ უკრაინაში მატარებლით დახმარების გაგზავნის შეჩერება, ასევე სამხედრო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი. მათ ბრალი ნოემბერში წარედგინათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები დავალებებს Telegram-ის საშუალებით იღებდნენ და მათ ამ დავალებების შესრულებისთვის კრიპტოვალუტით უხდიდნენ.

"ქეისის შესწავლის შედეგად, სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ასევე დაადგინა, რომ მათგან რამდენიმე მოქმედებდა ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში". – თქვა მოსმართლემ განაჩენის წარდგენისას.

დამნაშავეებს სასჯელის სახით 13 თვიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. 

კომენტარები