ლიბია

ლიბიის ავიაბაზაზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, რუსული თვითმფრინავი განადგურდა

AP

ლიბიაში, ალ-ჯუფრას საავიაციო ბაზაზე, რომელსაც აქამდე კსკ ვაგნერი აქტიურად იყენებდა, Ил-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი თავდასხმის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული და დასავლური წყაროები, ასევე რუსული მედიები ავრცელებენ

არსებული ინფორმაციით, ბაზაზე იერიში 7 დეკემბერს მიიტანეს, ამასთან, მეორე თავდასხმა, სავარაუდოდ, 12 დეკემბერს მოხდა. იერიშებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და არც ოფიციალური კომენტარი გაკეთებულა.

ამჟამად საავიაციო ბაზას იყენებს ლიბიის ეროვნული არმია, რომელიც ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს. ამასთან, ბაზას ხელმძღვანელობს გენერალი ხალიფა ჰაფთარი, რომელიც მოსკოვთან თანამშრომლობს. პარალელურად, ზოგიერთი მედია წერს, თვითმფრინავი იყო რუსული, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციას მის მფლობელთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მოიპოვება. 

Libya Observer-ი სააგენტო Nova-ზე დაყრდნობით წერს, რომ იერიშებში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ. აშშ-ის წარმომადგენლებს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები