ლიბიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, 28 მიგრანტის გვამი იპოვეს. მასობრივი საფლავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავარმა პროკურორმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ კურფას ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს, სადაც 19 ადამიანის გვამი იყო დამარხული.
პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა მასობრივი საფლავი ადამიანთა ტრეფიკინგის საქმის გამოძიების ფარგლებში იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 76 მიგრანტი გათავისუფლება, რომლებიც თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისა და წამების მსხვერპლნი იყვნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ერთი ლიბიელი და ორი უცხოელი.
გასულ წელს, ლიბიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე მასობრივი საფლავი და სულ მცირე 65 მიგრანტის გვამი აღმოაჩინეს.





