არგენტინა

არგენტინის პრეზიდენტის მრჩეველს ხელზე რუსული, ციხის ტატუ აქვს

სანტიაგო კაპუტო
Befunky

არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მრჩეველს სანტიაგო კაპუტოს, ხელზე რუსული, ციხის ტატუ აქვს. ინფორმაციას გაზეტა.რუ არგენტინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის მრჩეველს მარჯვენა ხელზე აწერია: "ბაითი, აგარაკი, შემნახველი სალაროს წიგნაკი, კატერი, მანქანა და გარაჟი ჩემს ჟინს დაამშვიდებს". 

მედიების ცნობით ტატუ პოლიტიკოსმა წიგნიდან Russian Criminal Tattoo Encyclopaedia (რუსული კრიმინალური ტატუების ენციკლოპედია) აარჩია, რომელიც მეგობარმა აჩუქა.

მილეის გარემოცვაში სანტიაგო კაპუტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც გავლენიანი პოლიტიკოსების ოჯახის წევრია.

კომენტარები