კანდიდატის სტატუსი

გახარია სტატუსზე: დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ. არავინ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი

გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი!

დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი
ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი დამსახურებაა.

ასე ეხმაურება პარტიის საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

კომენტარები