საგარეო ვაჭრობა

იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 14.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის იანვარ-ნოემბრის საქონლით საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე $19 626.4 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და $5 584.3 მილიონია, ხოლო იმპორტი 16.3%-ით გაზრდილია და $14 042.1 მილიონს უტოლდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი 8 457.8 მილიონია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.

საქსტატის მითითებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები