რუსეთი-ბელარუსი

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სასწავლო-საბრძოლო ცენტრებს გახსნის

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი
DW

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სასწავლო-საბრძოლო ცენტრებს გახსნის. შესაბამისი შეთანხმების რატიფიკაციას მოაწერა ხელი ვლადიმირ პუტინმა. 

შეთანხმებაში მითითებულია, რომ ერთობლივი ცენტრების მთავარი მიზნებია:

  • ერთობლივი სამხედრო მომზადება;
  • გამოცდილების გაცვლა არსებული იარაღის, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის საბრძოლო გამოყენების შესახებ;
  • იარაღის, სამხედრო და სპეცტექნიკის ნიმუშებზე მუშაობის პრაქტიკული უნარების ამაღლება;
  • მხარეთა შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადება.

გარდა ამისა ცენტრებში არსებული კონტინგენტი და მოძრავი ქონება თავისუფლდება გადასახადებისგან.

კომენტარები