ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზის სექტორში 105 დაღუპული ჯარისკაციდან 20 მეგობრულ ცეცხლს ემსხვერპლა

Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპული 105 ისრაელელი ჯარისკაციდან 20 მეგობრულ ცეცხლს ემსხვერპლა. მონაცემები დათვლილია ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, 20 ოქტომბრიდან დღემდე.

მეგობრული ცეცხლის დროს დაღუპული 20 ჯარისკაციდან დიდი ნაწილი მცდარ საჰაერო თავდასხმებს და გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით, არსებობს მრავალი მიზეზი, რატომაც მრავლადაა მეგობრული ცეცხლის შედეგად დაღუპული მებრძოლები, მათ შორის, ღაზაში დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების მოქმედებები, სუსტი კომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფებს შორის და გადაღლილი ჯარისკაცები, რომლებიც წესებს და რეგულაციებს ყურადღებას აღარ აქცევენ. ისრაელის თავდაცვის ძალები მეგორბული ცეცხლის თითოეულ ინცინდენტს ცალკე შეისწავლის. 

კომენტარები