ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი აშშ-ს ვეტოზე: გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, 2023 წლის 12 ივლისი.
BBC

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე აშშ-ს მიერ ვეტოს დადება და თქვა, რომ საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.

"გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უარყოფილია მხოლოდ აშშ-ს ვეტოთი. ეს არის სამართლიანობა?.. გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს" . თქვა ერდოღანმა სტამბულში, ადამიანის უფლებათა კონფერენციაზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვეტო 8 დეკემბერს დაადო. 

საბჭოს 15 წევრიდან 13-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

კომენტარები