ქუთაისი

ნონიაშვილი საპატრიარქოზე: კათოლიკური ტაძარი მიითვისეს, შიგნით აღარც უშვებენ კათოლიკეებს

სამარცხვინოა, როცა საპატრიარქო ქურდობას და მიმტაცებლობას ქართულ და ქრისტიანულ იდენტობად ასაღებს.

ისტორიული კათოლიკური ტაძარი მითვისებული აქვთ და ახლა შიგნით აღარც უშვებენ კათოლიკე თემს.

შეშვება-არ შეშვება კი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც წყალობა, კათოლიკეებს უნდა დაუბრუნდეთ თავიანთი ტაძრები.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. 

გამოცემა Catholic.ge-ს ცნობით, 8 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ ქუთაისელ მრევლსა და კათოლიკე სასულიერო პირებს კათოლიკურ ტაძარში შესვლა აუკრძალა. გამოცემა წერს, რომ მიტროპოლიტმა იოანემ კათოლიკეების ტაძარში შესვლაზე ჯერ უარი განაცხადა, შემდეგ კი ეზოს ჭიშკარი კარანტინის მიზეზით ჩაკეტა.

კომენტარები