ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

AP: ჰამასის ტერორისტებმა, სულ მცირე, 10 მძევალზე ტყვეობაში სექსუალურად იძალადეს

Cbc.ca

ამერიკული გამოცემა Associated Press-ის ცნობით, ჰამასის ტერორისტებმა 10 მძევალზე, როგორც ქალებზე, ასევე კაცებზე, ტყვეობის დროს სექსუალურად იძალადეს.

აღნიშნულის შესახებ გამოცემას იმ ექიმმა განუცხადა, რომელმაც 110 მძევალს გათავისუფლების შემდეგ უმკურნალა. ექიმმა მძევლების ვინაობის დაცვის მიზნით გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თუმცა მას დამატებითი დეტალები არ გაუზიარებია.

Associated Press-ის ცნობები თანხვედრაშია მანამდე, 5 დეკემბერს, გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომელიც ისრაელის ომის კაბინეტისა და ახლად გამოშვებული მძევლების შეხვედრიდან გავრცელდა. შეხვედრაზე სექსუალური ძალადობის შესახებ გათავისუფლებულმა მძევლებმა თავადვე ისაუბრეს.

ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ავივა სიგელმა, რომლის ქმარიც ჯერ კიდევ ჰამასის მძევლად რჩება, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტები ქალ მძევლებს "ეხებოდნენ".

კომენტარები