ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Al Jazeera-ს ჟურნალისტს ღაზის მცხოვრებმა უთხრა, რომ ჰამასი ჰუმანიტარულ დახმარებას იპარავს

ღაზის მცხოვრები 
X

Al Jazeera-ს ჟურნალისტთან საუბრისას ღაზის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება მათთან ვერ აღწევს, რადგან ჰამასელი ტერორისტები იპარავენ. ვიდეო X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ვრცელდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო თუ არა ჰუმანიტარული დახმარება, მცხოვრები პასუხობს, რომ დახმარება გამოუგზავნეს, მაგრამ ის მთლიანად ჰამასმა წაიღო. 

"დახმარება არ მისდის ერს, ყველა ადამიანს. ძალიან ბევრი მოდის. [...] ყველაფერი მათ [ჰამასის] სახლებში მიდის. მათ ის მიაქვთ და მესვრიან კიდეც ან ნებისმიერ რამეს იზამენ, რაც უნდათ, ჰამასს ". – თქვა ღაზის სექტორის მაცხოვრებელმა.

კომენტარები