Puff Daddy

PUFF DADDY-ს 17 წლის ქალის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

2. Puff Daddy - 64 მილიონი ამერიკული დოლარი

რეპერ Puff Daddy-ს (ნამდვილი სახელი შონ კომბსი) გაუპატიურებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. კომბსის წინააღმდეგ სასამართლოში მეოთხე საჩივარი შევიდა.

მომჩივანის თქმით 2003 წელს დეტროიტის მახლობლად ორ კაცს შეხვდა, რომლებთან ერთადაც ნიუ-იორკში კერძო თვითმფრინავით გაფრინდა. როგორც ქალი იხსენებს, კომბსმა ხმის ჩამწერ სტუდიაში ნარკოტიკებით და ალკოჰოლით გააბრუა, შემდეგ კი ორ კაცთან ერთად გააუპატიურა. იმ დროს სავარაუდო მსხვერპლი 17 წლის, ხოლო რეპერი 34 წლის იყო.

რეპერი გაუპატიურებაში პირველად ყოფილმა მეგობარმა ქალმა და მომღერალმა კასანდრა ვენტურამ (იგივე Cassie) დაადანაშაულა.

ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.

საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.

ბრალმდებლის თქმით შემთხვევა 1991 წელს, ნიუ-იორკში მოხდა. ქალი იხსენებს, რომ რეპერი რესტორანში შეხვდა, შემდეგ ნარკოტიკებით დაათრო და სასტუმროში წაიყვანა, სადაც გააუპატიურა.

პირველი ბრალდებიდან მცირე დროში ცნობილ რეპერს კიდევ ორმა ქალმა უჩივლა.

კომბსის წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

კომენტარები