კანდიდატის სტატუსი

მაჭარაშვილი NGO-ების მარშზე: ზურაბიშვილი კარგად დარბის და შეიძლება, შეუერთდეს

სალომე ზურაბიშვილი კარგად დარბის და შეიძლება, ამ მარშს შეუერთდეს. მარტო იმიტომ, რომ ფიზიკურად კარგად დარბის, თორემ მის შეერთებას არსად არაფერში მეტი აზრი არ ექნება. ამიტომ, გინდ ადგილზე იმარშონ, გინდ თავიდან ბოლომდე, თბილისიდან ბოლომდე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ სამხიარულო საყურებელი იქნება, ევროინტეგრაციისთვის საქმეს კი ჩვენ ვაკეთებთ.

თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს შეუერთდება.

9 დეკემბერს, 14:00-ზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობას მოაწყობს სახელწოდებით - შენი ხმა ევროკავშირს.

დემოკრატიის მცველების დირექტორის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ევროპის მოედანზე გაიშლება "მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა, რომელიც ახლა იკერება". ის აღნიშნავს, რომ "ამ დროშის თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იკერება, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში". მშვენიერაძის თქმითვე, "როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე გვაქვს ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ეს ძლიერი ხმა კიდევ ერთხელ საქართველოდან მისწვდეს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერს".

კომენტარები