ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპას გააგონებთ, რადგან თქვენი წარმატებით უკვე ესმით ჩვენი ხმა, მაგრამ საჭიროა, ჩვენ ეს კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს საქართველოდან მიტანილი საერთო ხმა იყოს და მე ვიცი, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება, ესეც საზოგადოების ნიშანია, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას.
ამ მიზნით, 9 დეკემბერს ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარში, რომელსაც ვუერთდებით, ისევე, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ იმისთვის, რომ ეს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი იყოს, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ევროპისგან ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ველოდებით. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს.