ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანს ჰამასის ქმედებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მოღვაწეობა "მსოფლიო მშვიდობისთვის" საფრთხეს წარმოადგენს.

"მის [ანტონიო გუტერეშის] მიერ 99-ე მუხლის გამოყენება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოწოდებები ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერასა და მათ მიერ მოხუცების მოკვლის, ბავშვების გატაცებისა და ქალების გაუპატიურების მოწონებას წარმოადგენს".

ელი კოენის მწვავე გამოხმაურება ანტონიო გუტერეშის მხრიდან გაეროს 99-ე მუხლის გამოყენებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც გაეროს გენერალურ მდივანს შეუძლია, უშიშროების საბჭოს იმ საკითხებზე მიმართოს, რომლებმაც, მისი აზრით, შესაძლოა "საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ".

განცხადებაში კოენმა ასევე თქვა, რომ "ნებისმიერი, ვინც მსოფლიოში მშვიდობის მომხრეა, ღაზის ჰამასისგან გათავისუფლებას უნდა უჭერდეს მხარს".

კომენტარები