აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება

ილჰამ ალიევი
Trend.az

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდება. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის მუხლებზე დაყრდნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები;
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ვადამდელი არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება";

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა.

აზერბაიჯანში პრეზიდენტის პოსტზე ერთ ადამიანს შეუზღუდავად შეუძლია იყაროს კენჭი. ალიევმა პირველად 2003 წელს, ხოლო ბოლოჯერ 2018 წელს გაიმარჯვა. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები