ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასმა გამოშვებამდე მძევლებს დამამშვიდებელი მისცა, კადრებში მშვიდად გამოჩენისთვის

50-დღიანი ტყვეობის შემდეგ ჰამასი ისრაელელ მძევლებს ათავისუფლებს, 28 ნოემბერი, 2023
AFP

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეობიდან გათავისუფლებამდე ჰამასმა მძევლებს დამამშვიდებელი საშუალებები მისცა, რათა გათავისუფლების დროს მათ მშვიდი და ბედნიერი გარეგნობა ჰქონოდათ. ეს საკითხი ქნესეთის ჯანდაცვის კომიტეტთან საუბრისას პირველად მძევლების ოჯახებმა წამოჭრეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა ჰაგარი მიზრაჰიმ ერთ-ერთ საშუალებად კლონაცეპამი დაასახელა. აღნიშნული პრეპარატი შფოთვითი აშლილობის, კრუნჩხვების, ფსიქოზის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და ბიპოლარული მანიის დროს გამოიყენება.

სამინისტროს წარმომადგენელი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, როგორ დადგინდა მძევლებისთვის ნარკოტიკების მიცემა - სისხლის ანალიზით თუ მძევლების ჩვენებაზე დაყრდნობით.

ქნესეთის წევრმა იონათან მაშრიკიმ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, რომ მძევლებისთვის ნარკოტიკების მიცემის სამხილები მსოფლიოში საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნონ.

კომენტარები