პოლიციელის დაკავება

"ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლზე ფიზიკურად იძალადა" – საგამოძიებომ სამართალდამცველი დააკავა

shutterstock

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ფიზიკური ძალადობისთვის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ მანქანაში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მის ცოლზე ფიზიკურად იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც, სამართალდამცველი ოჯახში ძალადობისთვის დავაკავეთ. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება, საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.

კომენტარები