პოლიციელის დაკავება

შსს: შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ

shutterstock

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ი.გ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები