Time-ის წლის ადამიანი

პუტინი, ბარბი, ტეილორ სვიფტი – TIME-ის წლის ადამიანის ფინალისტები ცნობილია

გავლენიანმა გამოცემა Time-მა წლის ადამიანის ფინალისტების სია გამოაქვეყნა. 

  1. ჰოლივუდის გაფიცული სცენარისტები
  2. ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი
  3. ტეილორ სვიფტი
  4. OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი
  5. დონალდ ტრამპის საქმის პროკურორები
  6. ბარბი
  7. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
  8. მეფე ჩარლზ III 
  9. აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავჯდომარე, ჯერომ ფაუელი

1927 წლიდან მოყოლებული, ამერიკული გამოცემა წლის ყველაზე გავლენიან პიროვნებას ასახელებს. გასულ წელს წოდება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო, 2021 წლის ყველაზე გავლენიან პიროვნებად კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდნენ.

კომენტარები