Time-ის წლის ადამიანი

გამოცემა TIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

The Sun

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ჟურნალ Time-ის გარეკანზე მოხვდნენ, ისინი გავლენიანმა გამოცემამ წლის ადამიანებად დაასახელა.

“ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ქვეყანას შესთავაზეს რესტავრაციისა და სიახლეების ბილეთი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა შეიძინა. მათ ისტორიულ არჩევნებზე დონალდ ტრამპი 7 მილიონი ხმით დაამარცხეს”. - წერს გამოცემა.

წლის ადამიანს ჟურნალი 1927 წლიდან ასახელებს. სხვადასხვა დროს გარეკანზე მაჰათმა განდი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი, ელისაბედ II, ნიკიტა ხრუშოვი, ჯონ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, ბილ კლინტონი, რუდი ჯულიანი, ვლადიმირ პუტინი, ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი და სხვა პოლიტიკოსები მოხვდნენ.

 

კომენტარები