Time-ის წლის ადამიანი

გამოცემა TIME-მა წლის ადამიანად ილონ მასკი დაასახელა

გამოცემა TIME-მა წლის ადამიანად მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე, ილონ მასკი დაასახელა.
 
"მას უდიდესი გავლენა აქვს დედამიწაზე და, სავარაუდოდ, პლანეტის მიღმაც". – წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ედუარდ ფელსენტალი. 

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-სა და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანიის, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება ამჟამად 255 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

TIME-ის შეფასებით, 2021 წელს მასკს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც მოსახლეობის დიდ ნაწილზე და გლობალურ ეკონომიკაზე, ასევე, საფონდო ბირჟებსა და მეცნიერებაზე. 

1927 წლიდან მოყოლებული, ამერიკული გამოცემა წლის ყველაზე გავლენიან პიროვნებას ასახელებს. გასულ წელს წოდება ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა მიიღეს, 2019 წლის ყველაზე გავლენიან პიროვნებად კი აქტივისტი გრეტა თუნბერგი დასახელდა.  
 

კომენტარები