Time-ის წლის ადამიანი

TIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

გამოცემა TIME-მა წლის ადამიანებად აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ჯო ბაიდენი და მისი ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა.

"იმისათვის, რომ შეცვალეს ამერიკის ისტორია, აჩვენეს, რომ თანაგრძნობა უფრო ძლიერია, ვიდრე მრისხანება და დაყოფა". - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი.

მათ ფინალურ შესარჩევ რაუნდში სამი კონკურენტი დაამარცხეს: ენტონი ფაუჩი და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რასობრივი თანასწორობის მოძრაობა და ასევე დონალდ ტრამპი.

ტრამპი TIME-ის წლის ადამიანი 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა.

გამოცემა წლის ბოლოს ყველაზე გავლენიან ადამიანს ან ადამიანებს 1927 წლის შემდეგ ასახელებს. გასულ წელს წლის ადამიანად აქტივისტი გრეტა თუნბერგი დასახელდა.

გასულ წელს წლის ადამიანის გარდა გამოცემამ კიდევ რამდენიმე კატეგორია დაამატა: წლის ბიზნესმენი, წლის შოუბიზნესის წარმომადგენელი, წლის ათლეტი და წლის მცველები.

2020 წელს ამ კატეგორიებში გამარჯვებულები ასე გადანაწილდა:

წლის მცველები: ენტონი ფაუჩი და კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი გუნდი, ასევე სამედიცინო სფეროს მუშაკები.

ამავე კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდნენ რასობრივი თანასწორობის მოძრაობის წევრები.

წლის ბიზნესმენი: Zoom-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ერიკ იუანი.

წლის ათლეტი: ლებრონ ჯეიმსი

წლის შოუბიზნესის წარმომადგენელი: კორეული ჯგუფი BTS

კომენტარები