ყირგიზეთი

ყირგიზეთში ენერგეტიკული სასმელები იკრძალება

Wikipedia.org

ყირგიზეთის პარლამენტში ენერგეტიკული სასმელების აკრძალვის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

აკრძალვის ინიციატორი დეპუტატი ულან ბაკასოვია. მისი აზრით კანონი "მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და ენერგეტიკული სასმელებით გამოწვეული ზიანის შემცირებას ემსახურება".

"ერთ ენერგეტიკულ სასმელში 3 ჭიქა ყავა და 13 კოვზი შაქარია". – ამბობს ბაკასოვი.

კანონპროექტს მოსმენამდე მხარი დაუჭირა სოციალური პოლიტიკის კომიტეტმაც. 

"სამედიცინო შემთხვევებით დადასტურებულია, რომ ენერგეტიკული სასმელები იწვევს გულის დაავადებებს. ასევე გაზრდილია შაქრის დიაბეტის მქონე ბავშვების რაოდენობაც". – ამბობს სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვინერა რაიმბაჩაევა.

კომენტარები