ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მოსადი: კატარში ზავის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

მოსადის ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ IDF-ის შტაბ-ბინაში თელ-ავივში 2023 წლის 15 ოქტომბერს.
Kobi Gideon/GPO

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის განცხადებით, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები გამართა. ამავე ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციამ ისრაელში დაბრუნების განკარგულება მიიღო.

"მოლაპარაკებების ჩიხში შესვლიდან გამომდინარე და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებების შემდეგ, მოსადის ხელმძღვანელმა დევიდ ბარნეამ დოჰაში მყოფ გუნდისთვის სახლში დაბრუნების განკარგულება გასცა". - ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს სახელით.

"ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ჰამასისთვის მიწოდებულ სიაში იყვნენ". - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მოსადმა მადლობა გადაუხადა CIA-ს ხელმძღვანელს, ეგვიპტის დაზვერვის მინისტრსა და კატარის პრემიერმინისტრს პარტნიორობისა და შუამავლობისთვის, რის შედეგადაც ღაზიდან 84 ქალისა და ბავშვის გათავისუფლება, ასევე უცხო ქვეყნის 24 მოქალაქის დაბრუნება გახდა შესაძლებელი.

კომენტარები