ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი: ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, იერიშებს ვანახლებთ

ისრაელის მერკავას ტიპის ტანკი ღაზის სექტორის საზღვართან.
AFP/JACK GUEZ

ჰამასმა ისრაელს ადგილობრივი დროით 7 საათისთვის გასათავისუფლებელი მძევლების სია არ მიაწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაჯგუფებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ამას გარდა ისრაელის მიმართულებით რაკეტებიც გაუშვეს.

არმიაში ამბობენ, რომ ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებები განაახლეს.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰამასის სარაკეტო თავდასხმა მოიგერია, მედიაში გავრცელდა ცნობები ღაზის სექტორის ჩრდილოეთში სროლისა და აფეთქებების ხმების შესახებ.

შემდეგში ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა საჰაერო იერიშები განაახლა.

ისრაელსა და ჰამას შორის აქამდე მუშაობდა კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც პალესტინური დაჯგუფება ისრაელს მძევლებს პატიმრებში უცვლიდა. ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება ნიშნავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი დღით გახანგრძლივებას.

კომენტარები