ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰამასმა კიდევ ორი მძევალი, 21 წლის მია სქემი და 40 წლის ამიტ სუსანა გაათავისუფლა.

სქემი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ჰამასმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცა. ამის შემდეგ მალევე ჰამასმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მია დაჭრილი მკლავით გამოჩნდა. ვიდეოში ასევე ნაჩვენები იყო, რომ ტერორისტებს ოჯახთან დაბრუნებას სთხოვდა.

მეორე გათავისუფლებული მძევალი, ამიტ სუსანა კი ჰამასმა ტყვედ ასევე 7 ოქტომბერს კფარ აზას კიბუცზე თავდასხმის შემდეგ აიყვანა. 

დღეს, 30 ნოემბერს ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ ჰამასთან დადებული ზავი დღესაც გაგრძელდებოდა. 

პარალელურად, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის ერთდღიანი გახანგრძლივება და განაცხადა, რომ ეს მოხდებოდა იმავე პირობებით, როგორც წინა ექვს დღეს, როდესაც ჰამასმა გაათავისუფლა სულ მცირე 10 მძევალი, მინიმუმ 30 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

გარდა ამისა, გუშინ, 29 ნოემბერს ჰამასმა პუტინისადმი "მადლიერების" ნიშნად რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები 50 წლის ელენა ტრუპანოვა და დედამისი, 73 წლის ირინა ტატი არიან. მათ ისრაელისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. 

ელენას ქმარი ვიტალი ტერორისტებმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას მოკლეს, მისი შვილი და შვილის შეყვარებული კი კვლავ მძევლებად რჩებიან. 

კომენტარები