ისრაელის ომი ტერორიზმთან

IDF-ი ამოწმებს ჰამასის ცნობას, რომ ბიბასების ოჯახის 3 წევრი – დედა და ორივე შვილი მოკლეს

ბიბასების ოჯახი
Courtesy

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ბიბასების ოჯახის სამი წევრის მოკვლის შესახებ ჰამასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ.

"ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებს სასტიკ და არაადამიანურ ქმედებებს". - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

29 ნოემბერს ტერორისტულმა ჯგუფმა თქვა, რომ დედა, შირი ბიბასი, ოთხი წლის არიელ ბიბასი და 10 თვის კფირ ბიბასი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბიბასების ოჯახი, 10 თვის კფირთან ერთად ჰამასმა სხვა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცა.

კფირი და მისი 4 წლის ძმა ჰამასის ტერორისტებმა კიბუც ნირ ოზიდან მშობლებთან, 34 წლის იარდენთან და 32 წლის შირისთან ერთად 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს.

კომენტარები